28 აპრილი 2026, 00:04
ბრიტანეთის მონარქი სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში ჩავიდა
მსოფლიო

ფოტო: Reuters
გაზიარება
ბრიტანეთის მეფე ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა.
მეფე ჩარლზი, დედოფალთან ერთად, მერილენდის შტატში, ვაშინგტონთან ახლოს მდებარე ენდრიუსის გაერთიანებულ ავიაბაზაზე დაეშვა.
სამეფო ოჯახის წევრები თეთრ სახლში გაემართებიან, სადაც მათ მასპინძლობას დონალდ და მელანია ტრამპები გაუწევენ.
ეს არის მეფე ჩარლზის პირველი ვიზიტი აშშ-ში მონარქის სტატუსით და ბრიტანეთის მონარქის პირველი სახელმწიფო ვიზიტი ამერიკაში 2007 წლის შემდეგ.




