აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა
მსოფლიო

ილჰამ ალიევი
ფოტო: Modern.az
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. ინფორმაციას Modern.az ავრცელებს.
ილჰამ ალიევმა სამძიმარი გამოთქვა წინა უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და ირანს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრულ ურთიერთობებს.
„პატივცემულო აიათოლა ხამენეი,
გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის თანამდებობაზე არჩევას.
კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ჩემს სამძიმარს თქვენი მამის - ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, მისი აღმატებულება აიათოლა სეიედ ალი ხამენეის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობები ეფუძნება ჩვენი ხალხების ნებას, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობდნენ კეთილმეზობლობისა და მეგობრობის პირობებში. ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ძალისხმევით განვავითარებთ ჩვენს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემისა და ნდობის სულისკვეთებით, ჩვენი ხალხების ინტერესების შესაბამისად.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მაღალი თანამდებობის დაკავებას და მშვიდობასა და სიმშვიდეს ვუსურვებ ირანის მეგობარ და ძმურ ხალხს", - წერია მილოცვის წერილში.





