რუბიო: ვნახე, რომ უკრაინის მთავრობასთან დაკავშირებულმა პირმა განაცხადა, თითქოს უკრაინაში ადამიანები იღუპებიან, რადგან აშშ მათ ინფორმაციას არ აწვდის. ეს სკანდალური განცხადებაა
მსოფლიო

მარკო რუბიო
ფოტო: Getty Images
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, უკრაინისადმი სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეზღუდვასთან დაკავშირებით, კიევის ინფორმაცია უარყო.
მისი თქმით, განცხადებები იმის თაობაზე, რომ უკრაინელები ამერიკული მხარის მიერ ინფორმაციის მიწოდებაზე უარის გამო იღუპებიან, სკანდალური და აღმაშფოთებელია.
რუბიომ აღნიშნა, რომ თავდაცვის დეპარტამენტის ქმედებები უკრაინასთან მიმართებით უცვლელია და ზიანის მიყენების მიზნით არანაირი განზრახ პოლიტიკური დირექტივა არ არსებობს.
„ვნახე, რომ უკრაინის მთავრობასთან დაკავშირებულმა პირმა განაცხადა, თითქოს უკრაინაში ადამიანები იღუპებიან, რადგან აშშ მათ ინფორმაციას არ აწვდის. ეს სკანდალური განცხადებაა. ეს აღმაშფოთებელია. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ზუსტი ინფორმაცია არ არის“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.





