POLITICO: ალის ვაიდელი ევროპარლამენტში ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ბიუჯეტის შემცირების გეგმას წარადგენს
მსოფლიო

ალის ვაიდელი
ფოტო: Getty Images
POLITICO-ს ცნობით, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი ევროპარლამენტში ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ბიუჯეტის შემცირების გეგმას წარადგენს.
მემარჯვენე პარტიის ინიციატივა ევროპარლამენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმებას, ევროკომისიის როლის შემცირებასა და გაერთიანების საერთო პოლიტიკიდან, კერძოდ, მიგრაციის, გადასახადებისა და თავდაცვის პოლიტიკიდან გასვლას ითვალისწინებს.
AfD-ის პოლიტიკურ დოკუმენტში, რომელიც გამოცემამ მოიპოვა, ნათქვამია, რომ პარტია თავდაპირველად ევროკავშირიდან ან ევროზონიდან გასვლას არ მოითხოვს. ამის ნაცვლად, AfD ევროკავშირის ხელშეკრულებების ხელახლა განხილვას და გაერთიანების უფლებამოსილებების, ინსტიტუტებისა და ბიუჯეტის შემცირებას ისახავს მიზნად.
„თუ ბრიუსელი რეფორმების გზაზე უარს იტყვის, ევროკავშირის მომავალი დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დაბლოკვისა და გერმანიის შენატანების მკვეთრად შემცირებისთვის ვეტოს გამოვიყენებთ“, - ნათქვამია პარტიის გეგმაში.





