სამხრეთ კორეამ ფხენიანს 9 იანვარს შეხვედრა შესთავაზა
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
სამხრეთ კორეამ ფხენიანს 9 იანვარს მაღალი დონის შეხვედრის გამართვა შესთავაზა. ეს შეხვედრა ორი ქვეყანას შორის დემილიტარიზებულ ზონაში გაიმართება. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის წევრმა განაცხადა.
მანამდე, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩე ინი მიესალმა კიმ ჩენ ინის განცხადებას, რომ ჩრდილოეთ კორეას 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა სურს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა საახალწლო მიმართვაში განაცხადა, რომ სამხრეთ კორეასთან დიალოგისთვის მზადაა. მან ასევე აღნიშნა, რომ განიხილავს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დელეგაციის გაშვების საკითხს, რომელიც თებერვალში სამხრეთ კორეაში გაიმართება.
22 დეკემბერს, გაერთოს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი საერთაშორისო სანქციები დააწესა. აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუცია წევრებმა ერთხმად მიიღეს.





