დონალდ ტრამპი ალასკის შტატში „დემოკრატებს“ საარჩევნო თაღლითობაში ადანაშაულებს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
GettyImages
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალასკის შტატში „დემოკრატიული პარტია“ საარჩევნო ბიულეტენებში ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა.
ტრამპის თქმით, „დემოკრატებმა“, ფიცის ქვეშ მიცემული პირობის მიუხედავად, ბიულეტენში შეიყვანეს კანდიდატი სახელად დენ სალივანი, რათა საზოგადოებას იგი ცნობილ და მაღალი ავტორიტეტის მქონე სენატორ დენ სალივანში აერიოს.
„ეს არის საარჩევნო თაღლითობა ყველაზე მაღალ დონეზე. „დემოკრატების“ კანდიდატი მერი პელტოლა, რომელიც ამ სქემაში მონაწილეობდა, ბიულეტენიდან უნდა მოიხსნას და პასუხისგებაში მიეცეს - ისევე, როგორც ფიქტიური დენ სალივანი! სხვაგვარი გადაწყვეტილება მიუღებელია. ჩვენს არჩევნებში მსგავსი ქმედებების გაგრძელება დაუშვებელია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.





