26 იანვარი 2026, 11:41
ანდრეი ერმაკმა საადვოკატო საქმიანობის უფლება აღიდგინა
მსოფლიო

ანდრეი ერმაკი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
ანდრეი ერმაკი ადვოკატობას დაუბრუნდა. ინფორმაციას უკრაინის ადვოკატთა ეროვნული ასოციაცია ავრცელებს. ასოციაციის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ერმაკმა საადვოკატო საქმიანობის უფლება აღიდგინა. მას ეს უფლება 2020 წლის 20 თებერვლიდან, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელად დანიშვნის დღიდან ჰქონდა შეჩერებული.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა თანამდებობა გასული წლის ნოემბერში, კორუფციული სკანდალის გამო დატოვა. ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტის დაკავებამდე ის ადვოკატი იყო და ამ სფეროში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს.





