20 იანვარი 2026, 08:44
პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ გრენლანდიის საკითხი ევროკავშირს არ ეხება და ის ორ მხარეს შორის მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარდეს
მსოფლიო

პიტერ სიიარტო
ფოტო: Facebook
გაზიარება
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, გრენლანდიის მომავალი ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის. პიტერ სიიარტო მიიჩნევს, რომ საკითხი გრენლანდიასა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკების საგანია.
„ჩვენ გრენლანდიის საკითხს ორმხრივ საკითხად განვიხილავთ და ის ორ მხარეს შორის მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარდეს. მე ამას ევროკავშირის საკითხად არ მივიჩნევ. ამიტომ გუშინ მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრაზე ჩვენ მივუთითეთ, რომ ევროკავშირის საერთო მიდგომას საჭიროდ და შესაბამისად შეუძლებლადაც არ მივიჩნევთ“, - განაცხადა სიიარტომ.





