მარკო რუბიო: ის ორგანიზაციებიც კი, რომლებიც ოდესღაც სასარგებლო ფუნქციებს ასრულებდნენ, სულ უფრო არაეფექტიან ბიუროკრატიად, პოლიტიზებული აქტივიზმის პლატფორმებად ან ჩვენი ერის ინტერესების საწინააღმდეგო ინსტრუმენტებად იქცევიან
მსოფლიო

მარკო რუბიო
ფოტო: Getty Images
მარკო რუბიო განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა შეერთებულმა შტატებმა ათობით საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვება. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაშია აღნიშნული, 66 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დატოვა, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მფლანგველ, არაეფექტურ და მავნე ორგანიზაციებად იყო მიჩნეული, რომლებსაც არაეფექტური შედეგები და ცუდი მმართველობა ჰქონდა და მათი საქმიანობა ამერიკის ინტერესებს არ შეესაბამებოდა.
„ის ორგანიზაციებიც კი, რომლებიც ოდესღაც სასარგებლო ფუნქციებს ასრულებდნენ, სულ უფრო არაეფექტიან ბიუროკრატიად, პოლიტიზებული აქტივიზმის პლატფორმებად ან ჩვენი ერის ინტერესების საწინააღმდეგო ინსტრუმენტებად იქცევიან. ეს ინსტიტუტები არა მხოლოდ შედეგებს არ იძლევიან, არამედ ხელს უშლიან მათ ქმედებებს, ვისაც ამ პრობლემების მოგვარება სურთ... ინსტიტუტები, რომლებიც ცუდად ფუნქციონირებენ, ჩვენი დღის წესრიგის საწინააღმდეგოდ მომუშავე აქტორების ინტერესების ქვეშ იმყოფებიან ან ჩვენი ერის სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და ზოგადი კეთილდღეობისთვის საფრთხეს წარმოადგენენ“, - აცხადებს რუბიო.
შეერთებულმა შტატებმა, 66 ორგანიზაცია, მათ შორის ვენეციის კომისია დატოვა.




