შვეიცარიის საგარეო უწყება: ნიკოლას მადუროს დაკავება არღვევს საერთაშორისო სამართალს - შვეიცარია შეშფოთებულია საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევით და პრეცედენტის შექმნის რისკით
მსოფლიო

ფოტო: Reuters
შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ნიკოლას მადუროს დაკავება არღვევს საერთაშორისო სამართალს“.
„2026 წლის 3 იანვრის თავდასხმა ვენესუელაზე წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას, კერძოდ, ძალის გამოყენების აკრძალვისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპების დარღვევას. საერთაშორისო სამართლის პერსპექტივიდან, ამ თავდასხმის არანაირი გამართლება არ არსებობდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ნიკოლას მადუროს დაკავება ასევე არღვევს საერთაშორისო სამართალს. კერძოდ, ეს არის ვენესუელის სუვერენიტეტის დარღვევა, ისევე როგორც მადუროს პერსონალური იმუნიტეტის დარღვევა. შვეიცარია შეშფოთებულია საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევით და პრეცედენტის შექმნის რისკით“, - აღნიშნავენ შვეიცარიის საგარეო უწყებაში.




