ერდოღანმა განაცხადა, რომ ორშაბათს ტრამპთან რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე გამართავს საუბარს
მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპი
ფოტო: GettyImages
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ორშაბათს თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე გამართავს საუბარს.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ მას კვლავაც აქვს კონტაქტები ვლადიმირ პუტინთან, ისევე როგორც ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
შემდეგ მან მომავალ კვირას ამერიკის ლიდერთან საუბარი დააანონსა, რომლის დროსაც ისინი, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომის თემებსაც განიხილავენ.
„ორშაბათს საღამოს ტრამპთან კიდევ ერთი საუბარი გვაქვს დაგეგმილი. გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ვითარება პალესტინაში“, - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.





