აშშ-მა წყნარ ოკეანეში ნარკომოვაჭრეთა გემი ჩაძირა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში გემი დაბომბა, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა. ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობა ავრცელებს.
„დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკების კონტრაბანდის ცნობილი მარშრუტით გადაადგილდებოდა და ნარკოტრაფიკით იყო დაკავებული“, - აღნიშნულია სამხრეთ სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციაში აგრეთვე საუბარია იმაზე, რომ დაბომბვას გემზე მყოფი ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა.
გაერთიანებულმა ოპერატიულმა ჯგუფმა ოპერაცია „სამხრეთ შუბის“ ფარგლებში გემი აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის ბრძანებით დაბომბა.
On Dec. 17, at the direction of @SecWar Pete Hegseth, Joint Task Force Southern Spear conducted a lethal kinetic strike on a vessel operated by a Designated Terrorist Organizations in international waters. Intelligence confirmed that the vessel was transiting along a known… pic.twitter.com/Yhu3LSOyea
— U.S. Southern Command (@Southcom) December 18, 2025





