14 დეკემბერი 2025, 14:14
უკრაინამ რუსეთს დრონებით შეუტია
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ ურიუპინსკში ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას რუსული ტელეგრამ-არხები ავრცელებენ.
უკრაინულმა დრონებმა ასევე შეუტიეს, იაროსლავსა და კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ელექტროსადგურს სმოლენსკის ოლქში. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.





