14 ნოემბერი 2025, 09:14
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი: ასე შეიძლება ნებისმიერი ქვეყანა წარმოადგენდეს ჩვენთვის საფრთხეს - პოლონეთის ეკონომიკური ინტერესები ისევე განსხვავდება გერმანიის ინტერესებისგან, როგორც რუსეთის
მსოფლიო

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლონეთი მისი ქვეყნისთვის შესაძლებელია ისეთივე საფრთხეს წარმოადგენდეს, როგორსაც რუსეთი.
ოპოზიციონერმა წარსულში რუსეთთან დაკავშირებული განცხადებების შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა.
„ასე შეიძლება ნებისმიერი ქვეყანა წარმოადგენდეს ჩვენთვის საფრთხეს, მაგალითად პოლონეთი. რა თქმა უნდა, პოლონეთი ასევე შეიძლება საფრთხე იყოს. პოლონეთის ეკონომიკური ინტერესები განსხვავდება გერმანიის ინტერესებისგან, ისევე როგორც რუსეთის“, - განაცხადა ტინო ხრუპალამ.





