12 ნოემბერი 2025, 14:11
კაროლ ნავროცკი: პოლონეთი უკრაინის ინტერესებს საკუთარზე მაღლა არ დააყენებს
მსოფლიო

კაროლ ნავროცკი
ფოტო: AP
გაზიარება
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ ვარშავა კიევის ინტერესებს საკუთარზე მაღლა არ დააყენებს. ამ თემაზე მან გამოცემა Wpolsce24-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ეს უნდა იყოს პარტნიორული ურთიერთობები, პოლონური და უკრაინული სახელმწიფოების ინტერესებს შორის სიმეტრიის პოვნის მცდელობა. არ შეიძლება, რომ პოლონეთის ინტერესები უკრაინის ყველა პოსტულატის რეალიზაციის გარანტად ჩავთვალოთ“, - განაცხადა მან.
ამასთან, ნავროცკიმ დასძინა, რომ პოლონეთი ეხმარებოდა და ეხმარება უკრაინას და მისი მოვალეობაა პოლონელების ხმით ისაუბროს.




