06 ნოემბერი 2025, 17:51
კიევში პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი დაყადაღებული 400 ათასი დოლარის მოპარვის ბრალდებით დააკავეს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
უკრაინის დედაქალაქში პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იური რიბიანსკი დაყადაღებული თანხის, 400 ათასი დოლარის მოპარვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის პოლიციის ინფორმაციით, სამმართველოს უფროსი სამუშაო დღის განმავლობაში სამსახურში არ გამოცხადდა და სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობდა.
მოგვიანებით პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა, რის შედეგადაც იგი რივნეს ოლქში დააკავეს.




