ესტონეთში მმართველი კოალიციის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა
მსოფლიო

ფოტო: err.ee
ესტონეთში მმართველი კოალიციის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. სოციოლოგიური კვლევის შედეგები ესტონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა.
ესტონეთის მმართველ კოალიციაში შედიან „რეფორმების პარტია“, „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ და პარტია Eesti 200. ახალი კვლევების თანახმად, „რეფორმების პარტიას“ გამოკითხულთა 10,6% უჭერს მხარს, „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ - 12,5%, ხოლო ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას პარტია Eesti 200 რეიტინგში ბოლო ადგილზეა. მას გამოკითხულთა 2,1% უჭერს მხარს.
რეიტინგების სათავეშია კონსერვატიული პარტია Isamaa. მას გამოკითხულთა 29% უჭერს მხარს. ცენტრისტული პარტია 21,7%-ით მეორე ადგილს იკავებს.
გამოკითხვა 6 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა. მასში მონაწილეობა ესტონეთის 4000 მოქალაქემ მიიღო.




