06 ნოემბერი 2017, 00:50
საუდის არაბეთში ავიაკატასტროფას ერთ-ერთი პრინცი ემსხვერპლა
მსოფლიო

გაზიარება
საუდის არაბეთის სამხრეთ ნაწილში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BNO News-ი ავრცელებს.
ავიაკატასტროფაში ასირის პროვინციის პრინცი მანსურ ბენ მურკინი დაიღუპა. ბორტზე მყოფი ადამიანების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზიც.
5 ნოემბერს საუდის არაბეთში 11 პრინცი და ათობით ყოფილი და მოქმედი ჩინოსანი დააპატიმრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპატიმრებების მიზეზი, კორუფციასთან საჯაროდ გამოცხადებული ბრძოლაა.





