ლიბანის პრემიერმინისტრი გადადგა
მსოფლიო

საად ჰარირი
ფოტო: newscrab.com
ლიბანის პრემიერმინისტრი საად ჰარირი გადადგა. ამის შესახებ მან ნაციონალური ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადა. ჰარარის თქმით, მისი მკვლელობა იგეგმებოდა და ირანს არაბულ რეგიონში დესტაბილიზაციაში დასდო ბრალი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პრემიერმა მამამისი, რაფიკ ჰარირიც გაიხსენა, რომელსაც ასევე ლიბანის პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავა და 2005 წელს, თავდასხმის შედეგად მოკლეს.
სიტყვით გამოსვლის დროს, ჰარირიმ შიიტური მოძრაობა "ჰეზბოლა" გააკრიტიკა და ირანი "არაბული სამყაროს" განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა.
სუნიტური პარტია "მომავლის" ლიდერმა ჰარირიმ, მეორედ ლიბანის პრემიერიმინისტრის თანამდებობა 2016 წელს დაიკავა.





