ქსენია სობჩაკი ვლადიმერ პუტინს შეხვდა
მსოფლიო

ქსენია სობჩაკი
ტელეწამტყვანი ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრის მიზეზი ტელეწამყვანის მამის ანატოლი სობჩაკის შესახებ ფილმისთვის ინტერვიუ გახდა. თუმცა პრესა წერს, რომ ინტერვიუს შემდეგ, ჟურნალისტი რუსეთის პრეზიდენტს პირადადაც ესაუბრა. არსებობს ეჭვი, რომ საუბრის თემა, სობჩაკის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობა იყო.
ანატოლი სობჩაკი 1980-იან წლებში სანქტ-პეტერბურგის მერი იყო. მის ცხოვრებასა და საქმიანობაზე მისი შვილი, ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი ფილმს იღებს. ამის თაობაზე მედიას ინფორმაცია ტელეწამყვანის დედამ, ლუდმილა ნარუსოვამ დაუდასტურა.
კითხვაზე, მართლა აიღო თუ არა ინტერვიუ პუტინისგან სობჩაკმა, ნარუსოვა პასუხობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ფილმში მთავარი სპიკერი იქნება. თავად პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. მედიის ზარებს არც ტელეწამყვანი პასუხობს.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქსენია სობჩაკი 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას, თუმცა თავად ტელეწამყვანმა ეს ინფორმაცია უარყო.





