03 აგვისტო 2017, 22:41
ნეიმარმა პსჟ-სთან კონტრაქტი გააფორმა
მსოფლიო

ნეიმარი
გაზიარება
"პარი სენ-ჟერმენმა" ნეიმართან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. ამის შესახებ rmcsport-ი წერს.
მანამდე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "ბარსელონასგან" საკუთარი კონტრაქტი 222 მილიონ ევროდ გამოისყიდა, რათა "პსჟ"-ს უეფას ერთ-ერთი მთავარი ფინანსური წესი (Financial Fair Play) არ დაერღვია.
მედიის ცნობით, ნეიმარმა ფრანგულ საფეხბურთო კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ყოველწლიული ანაზღაურება 30 მილიონი ევრო იქნება.





