დონალდ ტრამპმა ანტირუსულ სანქციებს ხელი მოაწერა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრაპმა ახალ ანტირუსულ სანქციებს ხელი მოაწერა. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, - წერს Bloomberg-ი.
აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი ახალ სანქციებზე რუსეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. დოკუმენტს 98-მა სენატორმა დაუჭირა მხარი 2-ის წინააღმდეგ. 25 ივლისს, ახალ სანქციებს აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ დაუჭირა მხარი. კენჭისყრაზე ინიციატივამ როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მხარდაჭერა მოიპოვა. ამის შემდეგ გადაეგზავნა დოკუმენტი მხარდასაჭერად სენატს.
სანქციები შეეხება ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებს. სანქციების მიზანი პროექტ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ისთვის წინააღმდეგობის გაწევაა.
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოში ვიზიტის დროს აშშ-ის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ ილაპარაკა.
"პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ხელს მიმდინარე კვირას მოაწერს", - განაცხადა მაიკ პენსმა.





