პენსი: ტრამპი ანტირუსულ სანქციებს ხელს კვირას მოაწერს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა აშშ-ის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ ილაპარაკა.
"პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ხელს კვირას მოაწერს", - განაცხადა მაიკ პენსმა.
მაიკ პენსმა პრემიერ კვირიკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საოკუპაციო ქმედებები საქართველოში დაგმო და ქართველებს მხარდაჭერა გამოუცხადა. ვიცეპრეზიდენტის თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია მკაცრ პასუხს გასცემს ყველას, ვინც ეცდება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას.
აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი ახალ სანქციებზე რუსეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. დოკუმენტს 98-მა სენატორმა დაუჭირა მხარი 2-ის წინააღმდეგ. 25 ივლისს, ახალ სანქციებს აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ დაუჭირა მხარი. კენჭისყრაზე ინიციატივამ როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მხარდაჭერა მოიპოვა. ამის შემდეგ გადაეგზავნა დოკუმენტი მხარდასაჭერად სენატს.
სანქციები შეეხება ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებს. სანქციების მიზანი პროექტ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ისთვის წინააღმდეგობის გაწევაა.
აშშ-ის წინააღმდეგ კონტრსანქციების ფარგლებში, რუსეთი ქვეყნიდან 755 ამერიკელ დიპლომატს გააძევებს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიევთან ინტერვიუში განაცხადა.





