პუტინი რუსეთიდან 755 ამერიკელ დიპლომატს აძევებს
მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი
აშშ-ის წინააღმდეგ კონტრსანქციების ფარგლებში, რუსეთი ქვეყნიდან 755 ამერიკელ დიპლომატს გააძევებს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიევთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ამრიგად, რუსეთში ამერიკული დიპლომატიური მისიის პერსონალი იმდენივე დარჩება, რამდენიც აშშ-ში რუსეთის ანალოგიური მისიის პერსონალია.
რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, მოსკოვის გადაწყეტილება იმით აიხსნება, რომ ამერიკულმა მხარემ რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გაურესებისკენ გააკეთა სვლა.
"ჩვენ ძალიან დიდხანს ველოდით, რომ შეიძლებოდა რამე უკეთესობისკენ შეცვლილიყო, გვქონდა იმედი,რომ სიტუაცია შეიცვლებოდა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ უპასუხოდ არაფერს დავტოვებთ", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.





