imedi
ინდოეთის სასამართლომ ძალადობის 10 წლის მსხვერპლისთვის აბორტი აკრძალა
მსოფლიო

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ, 10 წლის გოგოს აბორტის გაკეთების უფლება არ მისცა, რომელიც სავარაუდოდ მისმა ბიძამ გააუპატიურა. ინფორმაციას ავრცელებს BBC.
ექიმებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ 32-ე კვირას, ორსულობის შეწყვეტა უკვე დაგვიანებულია და "ძალიან სარისკო". მისი ორსულობის შესახებ მშობლებმა 2 კვირის წინ გაიგეს, როდესაც ბავშვმა მუცლის ტკივილის შესახებ განაცხადა.
სასამართლო ოჯახს გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფეხმძიმობის სრულ პერიოდზე ზრუნვას დაპირდა.
გოგოს ადვოკატმა აბორტის დაშვებაზე განმეორებითი განცხადება შეიტანა, სადაც ექიმები ამბობენ, რომ გოგო ფიზიკურად ჩამოყალიბებული არ არის და მისთვის საშიში იქნება როგორც მშობიარობა ასევე საკეისრო კვეთა.
გამოცების ცნობით, 10 წლის ინდოელი ღარიბი ოჯახიდანაა. გოგოს თქმით, ის ბიძამ გააუპატიურა, რომელიც უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.
ინდოეთში ქალებზე ძალადობა ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოარდგენს. კანონის გამკაცრების მიუხედავად, გაუპატიურების ფაქტები არ იკლებს. მხოლოდ 2015 წელს, ინდოეთის პოლიციაში გაუპატიურების შესახებ 34 ათასზე მეტი საჩივარი შევიდა.





