11 ივნისი 2020, 17:05
შვეიცარიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა
მსოფლიო

ფოტო: Shutterstock.com
გაზიარება
შვეიცარიის პარლამენტმა ერთნარსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარი დაუჭირა, ლესბოსელებს კი დონორის სპერმიდან ბავშვის გაჩენის უფლება მიეცათ. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ორივე ინიციატივას ნაციონალურ საბჭოში 132-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 53 წინაღმდეგ წავიდა, 13-მა კი თავი შეიკავა.
შვეიცარიაა ერთ-ერთი ბოლო ქვეყანაა დასავლეთ ევროპაში, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვეს. საფრანგეთის შემდეგ, ასეთი კავშირი ლეგალური გერმანიასა და ავსტრიაში გახდა.





