imedi
WikiLeaks ტრამპის და კომის ჩანაწერებში 100 ათას დოლარს გადაიხდის
მსოფლიო

ორგანიზაცია WikiLeaks მზად არის 100 ათასი დოლარი გადაიხადოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი უფროსის ჯეიმს კომის საუბრების ჩანაწერებში. ამის შესახებ ორგანიზაციამ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
WikiLeaks offers $100K for tapes of President Trump-James Comey conversations https://t.co/gPuI3SeTP8 pic.twitter.com/ovYwyURyfG
— NBC Charlotte (@wcnc) 12 мая 2017 г.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ჯეიმს კომის მედიისთვის მათი საუბრების ჩანაწერების გადაცემისაგან თავის შეკავება ურჩია.
ჯეიმს კომი, რომელიც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიებას ხელმძღვანელობდა, FBI-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დონალდ ტრამპმა 9 მაისს გაათავისუფლა.
ჯეიმს კომი ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის წევრების რუსეთთან შესაძლო კავშირებს იძიებდა. ამასთან დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი არჩევნებში თავის მარცხს სწორედ კომის აბრალებდა. FBI-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 49 წლის ენდრიუ მაკკეიბი დაინიშნა. მანამდე ის ამავე უწყებაში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.





