13 მაისი 2017, 04:47
ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი, მანუელ კოივისტო გარდაიცვალა
მსოფლიო

მანუელ კოივისტო
ფოტო: wikipedia
გაზიარება
ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი, მანუელ კოივისტო 93 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კოივისტო ფინეთის პირველი მემარცხენე პრეზიდენტი იყო და ქვეყანას 12 წლის განმავლობაში - 1982 წლიდან 1994 წლის ჩათვლით მართავდა. მისი პრეზიდენტობის დროს ფინეთი ევროკავშირის წევრი გახდა.
მანუელ კოივისტო 1923 წელს ხომალდების მშენებლის ოჯახში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დროს არმიაში მსახურობდა და კაპრალის ჩინი ჰქონდა.





