12 მაისი 2017, 20:42
imedi
პაკისტანში ტერაქტს 25 ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიო

პაკისტანი
გაზიარება
პაკისტანის პროვინცია, ბელუჯისტანში აფეთქების შედეგად, 25 ადამიანი დაიღუპა. აფეთქების სამიზნე სენატის ვიცეპრეზიდენტის, მაულანა აბდულ ხაიდერის ესკორტი იყო. ინფორმაციას reuters ავრცელებს.
ვიცეპრეზიდენტი ღონისძიებიდან ბრუნდებოდა, როცა მისი და მისი თანმხლები პირების მანქანები ნაღმზე აფეთქდნენ. ვიცეპრეზიდენტი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას მსუბუქი დაზიანებები აქვს. აფეთქების შედეგად, კიდევ 35 ადამიანი დაშავდა.
ამ დროისთვის ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.





