კონფლიქტის დაწყებიდან სირიაში წითელი ჯვრის 60 ათასზე მეტი თანამშრომელი დაიღუპა
მსოფლიო

სირიაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის 60 ათასზე მეტი თანამშრომელი და მოხალისე დაიღუპა. 2017 წლის დაწყებიდან საერთაშორისო მოძრაობამ უკვე 13 ადამიანი დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
2011 წელს სირიაში ქვეყნის პრეზიდენტს ბაშარ ასადს და ოპოზიციის ძალებს შორის შეტაკებები დაიწყო, რაც სამოქალაქო ომში გადაიზარდა. იმავდროულად, ქვეყნის ნაწილი ტერორისტულმა ორგანიზაციებმა დაიპყრეს.
სირიის ტერიტორიიდან დევნილების და იზულებით გადაადგილებული ადამიანების რაოდენობამ 6 მილიონს მიაღწია.





