imedi
აშშ-ის დაზვერვამ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სეულში სამუშაო ცენტრი შექმნა
მსოფლიო

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ჩრდილოეთ კორეასთან სამუშაო ცენტრს ქმნის. ცენტრის საქმიანობის მთავარი მიმართულებაა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საშიშროების შესამცირებლად, გამოიყენოს ყველა რესურსი და შესაძლებლობა. ცენტრის შექმნის შესახებ ინფორმაციას სადაზვერვო სააგენტო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძვანელის, მაიკლ პომპეოს განცხადებით, ცენტრის შექმნით, შესაძლებელი გახდება ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხეს უფრო მიზანმიმართულად და ორგანიზებულად ებრძოლონ.
ჩრდილოეთ კორეამ 2016 წლის დასაწყისიდან დღემდე 20 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა და 2 ბირთვული ცდა ჩაატარა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს.





