imedi
საფრანგეთში არჩევნების დროს წესრიგს 50 ათასი პოლიციელი დაიცავს
მსოფლიო

საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურის უსაფრთხოდ ჩატარებაზე 50 ათასი პოლიციელი და სამხედრო იზრუნებს. ინფორმაციას ავრცელებს BFMTV.
პარიზის პრეფექტურის განცხადებით, დედაქალაქის წესრიგს 12 ათასამი სამართალდამცველი დაიცვას. მათგან ხუთი ათასი საკუთრივ საარჩევნო უბნებზე იმორიგევებენ.
სპეცსამსახურების ცნობით, პატრული განლაგდება იმგვარად, რომ რაიმე ინციდენტის მოხდენის შემთხვევაში, რამდენიმე წუთში მივიდეს, შემთხვევის ადგილას.
გარდა ამისა, დამატებითი დაცვა ეყოლება კანდიდატებსა და მათ შტაბებს.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაის გაიმართება. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, 24,01% ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო, ხოლო 21,3% კი „ნაციონალური ფრონტის“ კანდიდატმა მარინ ლე პენმა.





