imedi
ტეხასის შტატში სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიო

სროლა ტეხასში
ფოტო: Twitter
აშშ-ში, ტეხასის შტატში სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს. ადგილობრივი დროით 15:00 საათზე მიდლენდსა და ოდესას შორის პოლიციელმა ავტომობილი გააჩერა, რომლის მძღოლმაც მას ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილი ავტომობილით დატოვა და გზადაგზა გამვლელებს ესროდა.
პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა. მისი მოტივები უცნობია. 20 დაშავებულს შორის 3 პოლიციელია.
„ჩვენ არ დავუშვებთ შტატში სიძულვილისა და ძალადობის ზრდას. გავერთიანდებით, როგორც ამას ტეხასი ყოველთვის აკეთებდა, რათა პასუხი გავცეთ ამ ტრაგედიას“, - განაცხადა შტატის გუბერნატორმა გრებ ებოტმა.
მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. „გენერალურმა პროკურორმა ბარმა ტეხასში სროლის შესახებ მაცნობა. გამოძიების ფედერალური ბიურო და სამართალდამცველები სრულად არიან ჩართული მუშაობაში“, - წერს ტრამპი Twitter-ზე.
4 აგვისტოს ტეხასის ქალაქ ელ-პასოში სროლას 22 ადამიანი ემსხვერპლა.
New FULL-LENGTH #VIDEO: The #OdessaTX #activeshooter rams stolen USPS van into Odessa & Midland police before being shot & killed outside the Cinergy Theater
— Chris (@NewButNotABot) September 1, 2019
Vid J. Vicknair#breaking #breakingnews #odessa #midlandshooting #Midland #texasshooting #MassShooting #odessashooting pic.twitter.com/VPvZTIII9Y





