imedi
მერკელი: რეფერენდუმმა ევროკავშირი-თურქეთის ურთიერთობა გაართულა
მსოფლიო

ანგელა მერკელი
თურქეთში გამართულმა რეფერენდუმმა სერიოზულად გაართულა ბრიუსელსა და ანკარას შორის ურთიერთობა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას Focus-Online-ი ავრცელებს.
მერკელი პატივს სცემს თურქი ხალხის არჩევანს, მაგრამ ხელისუფლებას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს ინფორმაციას იმ დარღვევების შესახებ, რომელიც არჩევნებზე ხმის მიცემის დროს დაფიქსირდა. კანცლერის თქმით, „კარგი არ არის, რომ თურქეთმა საბოლოოდ აქცია ზურგი ევროპას“.
თურქეთის ლიდერმა 26 აპრილს განაცხადა, რომ ანკარა გადახედავს თავის პოზიციას ევროკავშირის მიმართ, თუკი ბრიუსელი დროს ისევ გააჭიანურებს. 16 აპრილს თურქეთში ჩატარებულ რეფერენდუმში მოსახლეობის 51,5 %-მა მხარი კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტს დაუჭირა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ რეფერენდუმი ევროპული სტანდარტებით არ ჩატარებულა, კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე არ იყვნენ დამკვირვებლები, ოპოზიაციას მედიასთან ურთიერთობის საშუალება შეუზღუდეს და თურქეთის მოქალაქეებს არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე.





