27 აპრილი 2017, 15:13
ირლანდიელი ახალგაზრდების უმრავლესობა მზადაა მთავრობას აუჯანყდეს
მსოფლიო

დუბლინი, ირლანდია
გაზიარება
ევროპის სამაუწყებლო კავშირმა ირლანდიაში გამოკითხვა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ქვეყნის ახალგაზრდების ნახევარზე მეტი მზადაა მთავრობის წინააღმდეგ მასობრივ გამოსვლებში მიიღოს მონაწილეობა. ინფორმაციას ბრიტანული The Independent-ი ავრცელებს.
კვლევაში ირლანდიის 20 ათასმა მცხოვრებმა მიიღო მონაწილეობა.
გამოკითხული ირლანდიელების 54%, რომელთა ასაკი 18-დან 54 წლამდეა, აცხადებს, რომ უახლოესი დღეების ან თვეების განმავლობაში, ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივ აჯანყებაში მონაწილეობას მიიღებდა.
45% - პოლიტიკოსებს არ ენდობა, 56% - ეკლესიას. დაბალი ნდობაა პოლიციის მიმართაც.





