27 აპრილი 2017, 04:30
ბრაზილიელი ინდიელები პოლიციელებს მშვილდ-ისრებით დაუპირისპირდნენ
მსოფლიო
გაზიარება
ბრაზილიის დედაქალაქში ათასობით მკვიდრი ინდიელი შეგროვდა საპროტესტო აქციაზე. პოლიციასთან შეტაკება მაშინ დაიწყო, როდესაც მათ კონგრესამდე მიაღწიეს. მომხდარის შესახებ BBC იუწყება.
აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას იმ ფერმერების და მეტყევეების გამო გამოთქვამდნენ, რომლებიც მათ მიწებს უკანონოდ ეპატრონებიან. მათი მონაცემებით, 2016 წელს ტერიტორიული კონფლიქტის გამო 13 ინდიელი დაიღუპა.





