27 აპრილი 2017, 03:25
imedi
ოდესაში სააკაშვილის დარქმეულ ქუჩებს სახელები გადაარქვეს
მსოფლიო

ოდესა უკრაინა
გაზიარება
ოდესელმა დეპუტატებმა სახელები გადაარქვეს იმ ქუჩებს, რომელთა სახელწოდებები თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა შეცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Dumskaya ავრცელებს.
გადაწყვეტილების პროექტი საქალაქო საბჭოს დღის წესრიგში ისე შეიტანეს, რომ ახალი დასახელებები არც ჩაწერეს და დეპუტატებმა პროექტს ხმა ბრმად მისცეს.
გადაწყვეტილებას მხარი ორმოცდაექვსმა დეპუტატმა დაუჭირა. თუმცა, ამ ეტაპზე ქუჩების ახალი სახელწოდებები უცნობია.
2016 წელს ოდესის მაშინდელმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სახელი 56 ქუჩას შეუცვალა.





