მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობამ 7,5 მილიარდს გადააჭარბა
მსოფლიო

პლანეტის პოპულაციამ 7,5 მილიარდს გადააჭარბა და ამჟამად შვიდი მილიარდ ხუთასი მილიონ სამასოთხმოცდაჩვიდმეტი ათასზე (7 500 397 000) მეტნი ვართ. ინფორმაციას, მსოფლიოს მოსახლეობის მთვლელის მონაცემებზე დაყრდნობით, On.ge ავრცელებს.
2016 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, საქართველოში 3 720 400 ადამიანი ცხოვრობს, რაც მსოფლიო პოპულაციის 0.049%-ია.
გამოცემის ინფორმაციით, წელს დედამიწაზე 44,5 მილიონი ადამიანი დაიბადა და 18,4 მილიონი გარდაიცვალა.
აშშ-ს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი 30 წელზე ახალგაზრდაა. ყველაზე ახალგაზრდა ერი და ქვეყანა კი ნიგერიაა, რომლის 189 მილიონიანი პოპულაციის ნახევარზე მეტი 15 წელზე პატარა ასაკისაა, ხოლო ყველაზე ხნიერი ქვეყანა მონაკოა, რომლის მოსახლეობის 50%-ზე მეტი 50 წელზე მეტისაა.
ქვეყნებს შორის პოპულაციით ლიდერი კვლავ ჩინეთია, რომლის მოსახლეობაც, ბოლო მონაცემებით, მილიარდ სამასოთხმოცდახუთი მილიონია.
მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტს 3 620 286 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს.





