imedi
ფრანგი მერი მუსლიმებზე კომენტარისთვის სასამართლომ 2 000 ევროთი დააჯარიმა
მსოფლიო

საფრანგეთის სასამართლომ ქალაქ ბეზეს მერი რობერტ მენარდი სიძულვილის ენის გამოყენებისა და შუღლის გაღივების გამო 2 000 ევროთი დააჯარიმა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მერის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან მორიგი სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ ადგილობრივ სკოლებში ძალიან ბევრი მუსლიმი სწავლობს. კრიტიკისა და ბრალდების საპასუხოდ მერმა თავი იმით იმართლა, რომ „მან უბრალოდ თავის ქალაქში არსებული სიტუაცია აღწერა“.
ფრანგული კანონი კრძალავს სტატისტიკის შეგროვებას ეთნიკური და რელიგიური კუთნილების შესახებ. ბეზეს მერი არც ერთი პარტიის წევრი არ არის, თუმცა მას მხარს უჭერს „სახალხო ფრონტი“, რომელიც ხისტი ანტიმიგრაციული პოლიტიკით გამოირჩევა.





