გიულენთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 803 პირი დააკავეს
მსოფლიო

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 803 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Daily Mail Reuters-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
სპეცოპერაცია თურქმა სამართალმდაცველებმა დღეს დილით 81 პროვინციაში ჩაატარეს.
2016 წლის ზაფხულში, თურქეთის ხელისუფლების გადატრიალებაში ეჭვმიტანილი 330 ადამიანის სასამართლო პროცესი თებერვლის ბოლოს დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
თურქეთის ხელისუფლების მოსაზრებით, 2016 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. გიულენი ბრალდებას უარყოფს.
2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2.1 ათასზე მეტი დაშავდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანის სახელმწიფო უწყებებში, სასამართლოში, განათლების ორგანიზაციებში, არმიასა და სპეცსამსახურებში მასობრივი წმენდა დაიწყო.





