Imedi
ლე პენი: ევროპის მოწინააღმდეგე არ ვარ
მსოფლიო

მარინ ლე პენი
"ევროპის მოწინააღმდეგე არ ვარ. ევროპელი ვარ. რა თქმა უნდა, უპირველესად - ფრანგი და ევროპელიც", - განაცხადა მარინ ლე პენმა ტელეკომპანია TF1-ის ეთერში.
"ნაციონალური ფრონტის" ლიდერი, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი ამომრჩეველს საფრანგეთის ევროკავშირიდან და ნატო-დან გაყვანას, ეროვნული ვალუტის - ფრანკის დაბრუნებას, მიგრანტების რაოდენობის შემცირებას და რადიკალურ ისლამთან ბრძოლას ჰპირდება; საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთთან და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებას ემხრობა; აკრიტიკებს გლობალიზაციას.
მარინ ლე პენმა არჩევნების I ტურში ხმათა 21,53 % აიღო და მეორე ტურში En Marche!-ს ლიდერ, ცენტრისტ ემანუელ მაკრონს (23,75 %) დაუპირისპირდება.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.





