შვედეთში მიგრანტები ჯგუფური გაუპატიურებისთვის გაასამართლეს
მსოფლიო

შვედეთის ქალაქ უფსალაში საოლქო სასამართლომ ავღანელი და ირანელი მიგრანტები 30 წლის ქალის ჯგუფური გაუპატიურებისთვის და ამ ფაქტის Facebook-ზე ტრანსლირებისთვის გაასამართლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბრალდებულებს თავისუფლება სხვადასხვა ვადით აღუკვეთეს. ამასთან, მათ ჯარიმის სახით 36,7 ათასი ამერიკული დოლარის გადახდა დაეკისრათ.
ვიდეოს ავტორსა და მის თანამზრახველს ციხეში 6 თვის განმავლობაში მოუწევს ყოფნა, საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს კი - 2 წლით და 4 თვით.
პოლიციამ მათი დაკავება ტრანსლირების დროს მოახერხა. როდესაც მათ მოძალადეების სახლი შეამტვრიეს, გაუპატიურებული ქალი იქვე აღმოაჩინეს. დაკავების მომენტში ბოროტმოქმედები მეორე ვიდეოს გადაღებას იწყებდნენ.





