26 აპრილი 2017, 01:48
imedi
ვენესუელაში ანტისამთავრობო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
მსოფლიო

ვენესუელა
გაზიარება
ბოლო დღეებში ვენესუელაში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, - იუწყება Reuters-ი.
მასშტაბური დემონსტრაციები ქვეყნის დედაქალაქსა და კიდევ ორ მსხვილ ქალაქში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ოპოზიციური ძალები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამწვავებასა და დემოკრატიის ჩახშობაში ადანაშაულებენ. პრეზიდენტი კი, თავის მხრივ, ოპონენტებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში სდებს ბრალს.





