საფრანგეთში მიგრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა
მსოფლიო

საფრანგეთი კალა
საფრანგეთის ქალაქ კალასში არალეგალ მიგრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 10 ადმიანი დაშავდა. ინფორმაციას ავრცელებს Reuters-ი.
მედიის ცნობით, კონფლიქიტი ერიტრეისა და ეთიოპიის ლტოლვილებს შორის მოხდა. ჩხუბის აღსაკვეთად სამართალდამცველებს ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდათ.
ინციდენტი სტიქიური ლტოლვილების ძველ ბანაკთან, "ჯუნგლებთან" ახლოს დაიწყო. ლტოლვილების რაოდენობამ "ჯუნგლებში" 10 ათას ადამიანს მიაღწია. ადგილობრივები გამუდმებით ჩიოდნენ ანტისანიტარიასა და კრიმინალის ზრდაზე.
2016 წელს ბანაკის აღების შემდეგ, ასი ათასობით მიგრანტი ისევ ქალაქში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ცხოვრობს.





