25 აპრილი 2017, 22:48
imedi
მონტენეგროს კურორტზე დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა
მსოფლიო

გაზიარება
მონტენეგროს საკურორტო ქალაქ ხერცეგ-ნოვის მაგისტრალზე, ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს ავტომობილი აფეთქდა. ამის შესახებ RTCG იტყობინება.
არხის ინფორმაციით, ამოქმედდა მანქანაში ჩადებული ბობმი. შედეგად სერიოზულად მხოლოდ ერთი ადამიანი, მძღოოლი დაშავდა. აფეთქება საკმაოდ ძლიერი იყო. მისი ხმა ქალაქის სხვადასხვა ნაწილებშიც გაიგეს.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების და სახანძროს ბრიგადები მივიდნენ. გადაიკეტა მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთი. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
აფეთქების ხმამ პანიკა გამოიწვია. დამსვენებლებს შორის დაშავებული არავინ არის.





