ევროკავშირის ქვეყნებში როუმინგის გადასახადი უქმდება
მსოფლიო

ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე როუმინგის გადასახადის გაუქმების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 15 ივნისიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები, ევროკავშირის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მოგზაურობისას, შესძლებენ დარეკვას, შეტყობინების გაგზავნას და ინტერნეტით სარგებლობას ყოველგვარი ზედმეტი გადასახადების გარეშე. ამასთან, ისლანდიაში, ლიხტენშტეინსა და ნორვეგიაში, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან, მაგრამ შენგენის ზონაში შედიან, უფასო როუმინგის ფუნქცია ოდნავ მოგვიანებით შევა.
ევროპარლამენტმა როუმინგის გადასახადის გაუქმების პროცესი აპრილის დასაწყისში დაიწყო.





