imedi
იოჰანეს ჰანი ევროპას თურქეთისადმი პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს
მსოფლიო

იოჰანეს ჰანი
ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი ევროკავშირს მოუწოდებს, გადახედოს პოლიტიკას თურქეთის მიმართ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"სიტუაცია არ არის მდგრადი!" - აცხადებს იოჰანეს ჰანი. მისი განცხადებით, თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული რეფერენდუმის შემდეგ, რომლითაც ერდოღანის უფლებამოსილება გაიზარდა, ევროკავშირმა თურქეთთან პოლიტიკას უნდა გადახედოს და არამდგრადი კავშირები გადააფასოს.
მან დასძინა, რომ არ სურს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან წინმსწრებად კამათი იმასთან დაკავშირებით, უნდა შეაჩეროს თუ არა ევროკავშირმა თურქეთის გაწევრიანების მოთხოვნა, რომელიც 2005 წელს მიიღეს.
იოჰანეს ჰანის თქმით, ის იზიარებს ევროპის საბჭოს შეშფოთებას, საკონსტიტუციო ცვლილებებით ერდოღანისთვის უფლებამოსილების გაზრდის გამო. ამასთან, ამბობს, რომ ევროკავშირმა თურქეთთან საურთიერთოდ ახალი გზები უნდა გამონახოს.





