25 ივნისი 2019, 16:59
ჰონდურასში სამხედრო პოლიციამ სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნა
მსოფლიო

დაპირისპირება ჰონდურასში
ფოტო: Twitter
გაზიარება
ჰონდურასის სამხედრო პოლიციამ დედაქალაქ ტეგუსიგალპაში შეკრებილ დემონსტრანტ სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
აქციაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათი დიდი ნაწილი ნიღბებს ატარებდა. შეკრებილები პრეზიდენტ ხუან ორლანდო ჰერნანდესის გადადგომას, ასევე ჯანდაცვისა და განათლების სისტემის რეფორმირებას ითხოვენ.
გასულ კვირას ქუჩებში პოლიცია მას შემდეგ გამოვიდა, რაც შეტაკებებმა სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.




