imedi
ბუდაპეშტში რუსეთის გავლენების ზრდა აქციით გააპროტესტეს
მსოფლიო
უნგრეთის დედაქალაქში 2000-მდე ადამიანმა ქვეყნის პოლიტიკურ წრეებზე რუსეთის გავლენა გააპროტესტა. ინფორმაციას FOX News-ი AP-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ ქვეყნის პრემიერმინისტრის ვიქტორ ლოიალურ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. აქცია რუსეთის საელჩოსგან რამდენიმე კვარტლის დაშორებით მიმდინარეობდა.
ხელისუფლების მიერ დაწყებული კამპანიის "Let's Stop Brussels"-ის საპირისპიროდ, აქციის მონაწილეები "ევროპა! ევროპა", "გაჩერდეს მოსკოვი!" - ამ შინაარსის ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
უნგრელები ბოლო პერიოდში ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის მიმართ და მოსკოვისდამი მათ ლოიალურ პოლიტიკას აკრიტიკებენ. ბუდაპეშტელების განსაკუთრებული აღშფოთება ჯორჯ სოროსის მიერ 90-იანებში დაფუძნებული "ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის" (CEU) შესაძლო გაუქმებამაც გამოიწვია.
11 აპრილს უნგრეთის პრეზიდენტმა იანოშ ადერმა უცხოური უნივერსიტეტების შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა და ის ძალაში შევიდა. შესაბამისად, "ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი" შეიძლება დაიხუროს. ამ ფაქტს უნგრეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა. 21 აპრილს აქციით დახვდნენ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს სასტუმრო "თბილისი მერიორტთან".





