Imedi
რუსული მედია: დაღესტნის სკოლის აფეთქებაში დამნაშავე მე-8 კლასის მოსწავლეა
მსოფლიო

დაღესტანი
პოლიციამ მოზარდი დააკავა, რომელმაც დაღესტნის სოფელ აღვალის სკოლაში ყუმბარა მოიტანა. ამის შესახებ გამოცემა РИА Новости წერს.
"მე-8 კლასის მოსწავლე, რომელმაც გაკვეთილზე ყუმბარა მოიტანა, დაკავებულია. მასთან სამართალდამცველი ორგანოები მუშაობენ", - აცხადებენ რეგიონის უწყებაში.
სკოლის დირექტორმა მოგამედიბირ ზუბაირმა სააგენტოს აცნობა, რომ ბიჭი პოლიციაში იმყოფება. მისი თქმით, აფეთქების შედეგად 13 ბავშვი დაშავდა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაიღუპა ერთი მოსწავლე და 8-მ დაზიანება მიიღო. თუმცა სააგენტო ТАСС-ის ცნობით 11 ბავშვი იარაღით დაუდევარი ქცევის გამო დაშავდა, მაგრამ აფეთქება არ ყოფილა.





